სასტუმროში განთავსება

წიწვოვანი ტყის განაპირას, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენებულ ნომრებში მაქსიმალური კომფორტი და მყუდროება დაგხვდებათ. გამომწვარი წითელი აგურისა და ხის მასალის კომბინაციით შექმნილი ინტერიერის დიზაინი, გემოვნებით შერჩეული ფერთა გამა, აივნის ფართო მოსასვენებელი სივრცე, პანორამული ხედი ყველა ნომრიდან , _ ეს ის დეტალებია, რომლებიც თქვენს დასვენებას აბსოლუტურ სიამოვნებად გადააქცევს. ნომრებში თქვენ დაგხვდებათ 100 %-ით ორგანული ბამბის თეთრეული, მატრასები და სააბაზანო აქსესუარები. ჰაერის განიავებისა და ცირკულაციის უახლესი ტექნოლოგიური სისტემა კი თქვენს ოთახს მთაწმინდიდან მონაბერი სიოთი გაავსებს, რაც ფიზიკურ მოსვენებასთან ერთად, სულიერ სიმშვიდესაც მოგანიჭებთ.

ოთახები

სასტუმრო “მწერლები” დამსვენებლებს ოთხი სხვადასხვა კატეგორიის, ოც თანამედროვედ აღჭურვილ ტერასულ ნომერს სთავაზობს. თითოეული ოთახის აივნიდან  მთებით გარშემორტყმული, მტკვრის ხეობის ულამაზესი ხედი იშლება. აგურითა და ხით ნაშენები სასტუმროს ოთახები განლაგებულია შენობის პირველ და მეორე სართულზე და განკუთვნილია ორი ან მეტი სტუმრისთვის.

დამატებითი სერვისები

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat.


იყავი კავშირში

მოდი, ვიმეგობროთ. გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო გვერდი და მიიღეთ ინფორმაცია განახლებული ტარიფების, პრომოებისა და ღონისძიებების შესახებ.