წიწვოვანი ტყის განაპირას, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენებულ ნომრებში მაქსიმალური კომფორტი და მყუდროება დაგხვდებათ. გამომწვარი წითელი აგურისა და ხის მასალის კომბინაციით შექმნილი ინტერიერის დიზაინი, გემოვნებით შერჩეული ფერთა გამა, აივნის ფართო მოსასვენებელი სივრცე, პანორამული ხედი ყველა ნომრიდან , _ ეს ის დეტალებია, რომლებიც თქვენს დასვენებას აბსოლუტურ სიამოვნებად გადააქცევს. ნომრებში თქვენ დაგხვდებათ 100 %-ით ორგანული ბამბის თეთრეული, მატრასები და სააბაზანო აქსესუარები. ჰაერის განიავებისა და ცირკულაციის უახლესი ტექნოლოგიური სისტემა კი თქვენს ოთახს მთაწმინდიდან მონაბერი სიოთი გაავსებს, რაც ფიზიკურ მოსვენებასთან ერთად, სულიერ სიმშვიდესაც მოგანიჭებთ.